ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას აღარჩი ომანში, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს. მედიის ცნობით, შეხვედრას რომელიც დღეს შედგება, მინისტრი უხელმძღვანელებს, ამერიკულ მხარეს კი ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი წარმოადგენს.
გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებმა პროგრესის მიღწევის შანსებზე ისაუბრეს, თუმცა უთანხმოება კვლავ რჩება. აშშ ირანისგან ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას ითხოვს, თეირანში კი აცხადებენ რომ ბირთვული ენერგია მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისთვის სჭირდებათ და იარაღის შექმნა არ აქვთ განზრახული.