ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა საბოლოოდ აკრძალა

12 აპრილი 2025, 11:52 96 ნახვა

ფინეთის პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს,  რომლებიც ჩართულნი არიან აგრესიულ ომში და შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, უძრავი ქონების შეძენა ეკრძალებათ.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 აპრილს პარლამენტმა მთავრობის წინადადებას მხარი ერთხმად დაუჭირა. მინისტრი ანტი ჰაკანენი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება. ასევე აღნიშნა, რომ ახლა მზადდება სამთავრობო რეზოლუცია, რომელიც საფრთხის წარმომადგენელი ქვეყნების სიას შეადგენს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში