საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აქციის მონაწილეები უცვლელ ლოკაციაზე 19 საათიდან იწყებენ შეკრებას. მოთხოვნები უცვლელია, ქვეყანაში დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.