ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

11 აპრილი 2025, 17:57 233 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია ესწრებოდა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ასევე, ორი ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
ანრი ოხანაშვილმა და ფაიგ გულიევმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი