ორთაბათუმში ავარიის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა

11 აპრილი 2025, 16:53 6216 ნახვა

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის  წინ ორთაბათუმში მოხდა.

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში დაახლოებით დღის 14:00 საათზე შეიყვანა 7 წლის ბავშვი, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოიძება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში