ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთზე ზეწოლაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს ყველა იმ ადამიანის სანდოობის საკითხია, ვინც თქვა, რომ მკვლელობების შეჩერებაა საჭირო.
კაია კალასის თქმით, უკვე 4 კვირა გავიდა იმ დროიდან, რაც უკრაინამ ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე თანხმობა განაცხადა და რუსეთის მხრიდან არანაირი დადებითი ნიშანი არ ჩანს.
ცნობისთვის, 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას მართავს სადაც მოისმენენ თუ რა ვითარებაა ადგილზე, რა არის საჭირო და როგორც შეუძლიათ დახმარების გაწევა.