ნატომ მრავალეროვნული წვრთნები ჩაატარა შავ ზღვაზე რუმინეთის ქალაქ კონსტანტასთან. წვრთნები სახელწოდებით "საზღვაო ფარი 25", მიზნად ისახავდა საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
წვრთნები მოიცავს კრიტიკული სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვას, საზღვაო საკომუნიკაციო გზების დაცვის უზრუნველყოფას და ამფიბიური ოპერაციების მხარდაჭერას.
რუმინეთის საზღვაო ფლოტი ყველაზე ნაკლებად მოდერნიზებულია მის სამხედრო ძალებს შორის. ქვეყანამ განაცხადა, რომ გეგმავს გაზარდოს წელს თავდაცვის ხარჯები.