მოქალაქეების ნაწილმა ღამე 9 აპრილის მემორიალთან გაათენეს 

09 აპრილი 2025, 09:40 192 ნახვა

თბილისში, პარლამენტის წინ აქციაზე დაკავებულთა ოჯახის წევრებმა  პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. მათ აქციის მონაწილეებიც შეუერთდნენ. ორგანიზატორებმა ღამისთევა 9 აპრილთან დაკავშირებით გადაწყვიტეს და გამთენიისას მემორიალთან პარაკლისი გადაიხადეს, შემდეგ კი ფიცი დადეს. 

გუშინ დედაქალაქში „მედიის სოლიდარობის მარში“ გაიმართა. აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მზია ამაღლობელს და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა დაგმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში