ბათუმში დღეს დაიწყო სასკოლო სპორტული ოლიმპიადა რეგიონული თამაშები 2025. შეჯიბრებები სპორტის რვა სახეობაში - ფეხბურთში, ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, გეზრბენში და მხიარულ სტარტებში ჩატარდება.
დღეს ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა. ტურნირში გამარჯვებულები ჯერ მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატზე, წარმატების შემთხვევაში კი საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.