''რძის პროდუქტების ბაზარზე არსებული ვითარება და გამოწვევები“ - საკითხზე ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ანა მიქაძე საქართველოში ნედლი რძის დეფიციტზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, ბაზრისთვის საჭირო რაოდენობიდან მხოლოდ 30 პროცენტი ნედლი რძის მარაგი არსებობს ქვეყანაში, რძემჟავა პროდუქტების უმეტესობა აღდგენილი რძისგან მზადდება, რაც არ არის პრობლემა, თუ მასში ცხიმები დაშვებული დოზებით არის შერეული.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, მიქაძე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, ფერმერებსა და მეწარმეებს აკისრებს და აანონსებს, რომ რძისა და ყველის ექსპერტთა კავშირი საქარველოში ყველის სახალხო შემოწმებას გეგმავს,რითაც რძის პროდუქტის კონტროლის თვალსაზრისით სახელმწიფოს დაეხმარებიან.
მიქაძე რძის პროდუქტის ლაბორატორიულად შემოწმების მაღალ ფასებზეც საუბრობს, ამბობს, რომ საჭიროა შემოწმების ინტენსივობის გაზრდა და ტარიფების დაწევა.