ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავარია მოხდა

06 აპრილი 2025, 10:59 3233 ნახვა

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

მომხდარის გამო, ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში