“ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ერთიანი კამპანიის წარმოებას, ყველას აქვს თავისი გეგმა ამ მიმართულებით” – ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ, პრეზიდენტსა და კამპანიის ”დაიცავი კონსტიტუციაში“ ჩართული პირების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი მზადაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ ინიციატივას, რაც საზოგადოებას უკეთესი კონსტიტუციის მიღებაში დაეხმარება.
კამპანიაში ჩართული პირები, არასამთავრობო და ოპოზიციური პარტიები, კონსტიტუციის ახალ პროექტს არ ეთანხმებიან.