FBI-ის თანამშრომლის ტერორისტი ქმარი

02 მაისი 2017, 00:00 2331 ნახვა

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს თარჯიმანი ცოლად ტერორისტს გაჰყვა. თარჯიმანი, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდა წვდომა და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის საქმიანობა უნდა შეესწავლა, 2014 წელს სირიაში მალულად გაემგზავრა და ტერორისტს ცოლად გაჰყვა. -ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, თარჯიმანმა ხელმძღვანელობა მოატყუა, თითქოს სხვაგან მიემგზავრებოდა. FBI-ის თანამშრომელი შეერთებულ შტატებში დაბრუნებისთანავე დააპატიმრეს, თუმცა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, მხოლოდ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ამავე კატეგორიაში