ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის მიზანია არსებული რესურსისა და კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ „თემატური ახალგაზრდული ბანაკების“ განხორციელების პროცესს.
მიმდინარე წელს თემატური ახალგაზრდული ბანაკები ქუთაისსა და ყვარელში 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ მათთვის საინტერესო მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში.