გიორგი ქოჩორაშვილი პორტუგალიური „სპორტინგის“ ფეხბურთელია 

01 აპრილი 2025, 10:10 133 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს, – ვალენსიურმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელი მიმდინარე წლის 30 ივნისამდე „ლევანტეში“ იჯარით დარჩება.

ქოჩორაშვილმა კონტრაქტი „სპორტინგთან“ გააფორმა, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბთან პორტუგალიაში“, – აღნიშნულია „ლევანტეს“ ოფიციალურ განცხადებაში. გიორგი ქოჩორაშვილმალევანტეს“ მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

როგორც ესპანური მედია იუწყება, ქართველი ნახევარმცველის ნაცვლად პორტუგალიელებმალევანტეს“ 5,5 მილიონი ევრო გადაუხადეს პლუს 2 მილიონი ბონუსების სახით.

სპორტინგი“ ამჟამად ჩემპიონატის გათამაშების ლიდერია და მომავალ სეზონში, სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში