ილია თოფურია: UFC მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლას დამპირდა

31 მარტი 2025, 10:15 178 ნახვა

UFC-ს ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებით, მას ორგანიზაცია მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და მან დაბალი წონის ქამარი სწორედ ამიტომ დათმო. 28 წლის მებრძოლმა ერთი წონით ზევით გადასვლის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო.

ქვემსუბუქ დივიზიონში კი მისი ქამრისთვის 13 აპრილს ერთმანეთს ალექსანდერ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელია, მან წინა 16 დაპირისპირება მოიგო.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში