საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. რეგიონში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრები და მუსიკოსები, ბაჩი კაკალაძის დასახმარებლად გაერთიანდნენ.
ახალგაზრდას ძვირადღირებული ოპერაცია თურქეთში ჩაუტარდა, თუმცა, მკურნალობის გასაგრძელებლად ოჯახს საჭირო თანხა არ აქვს. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა, ახალგაზრდის მკურნალობას მოხმარდება.