ბაირამის დღესასწაული ქედაში

30 მარტი 2025, 11:55 421 ნახვა

რამადან ბაირამს აღნიშნავენ ქედაში. სადღესასწაულო ლოცვა სოფელ კოლოტაურის მეჩეთში ქედის მუფთმა, გურამ ხალვაშმა, აღავლინა. მორწმუნეებს ბაირამი მუნიციპალიტეტის მერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან, მამუკა თურმანიძესთან, ერთად მიულოცა და მრევლს რწმენის სიმტკიცე, მშვიდობა და სიკეთე უსურვა. სადღესასწაულო ლოცვა ქედის ყველა მოქმედ მეჩეთში აღევლინა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში