მიანმარტში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

29 მარტი 2025, 14:58 296 ნახვა

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1002-მდე გაიზარდა. დაშავებულია 2 376 ადამიანი, ხოლო 30-ი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ცნობები სწრაფად ახლდება. მოსალოდნელია, რომ რაოდენობა კიდევ გაიზრდება. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიანმარის ცენტრალურ ნაწილში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო. სტიქიური მოვლენის გამო, მიანმარში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ საგაინგიდან ჩრდილო-დასავლეთით, 16 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ძლიერი ბიძგები გავრცელდა ტაილანდსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში. სოციალურ მედიაში გავრცელდა დანგრეული შენობებისა და დაზიანებული საავტომობილო გზების ვიდეოკადრები.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში