საგამოძიებო კომისიის სხდომა

27 მარტი 2025, 19:55 201 ნახვა

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. განიხილეს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები - შეიძლებოდა თუ არა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის თავიდან არიდება. დეპუტატები გენშტაბის ყოფილ უფროსს, ზაზა გოგავას უსმენდნენ.
სხდომის დაწყებისას გოგავამ თქვა, რომ ის აღარ წარმოადგენს "ნაციონალურ მოძრაობას" და კითხვებს უპასუხებს, როგორც გენერალი. კომისიის წევრებმა ასევე მოუსმინეს და შეკითხვები დაუსვეს ვანო მერაბიშვილის ყოფილ მოადგილეს, შალვა ჯანაშვილს.
სხდომაზე დეტალურად გაიხსენეს აგვისტოს ომის ქრონოლოგია და მოვლენები. დღეს ასევე მოუსმინეს გენერალ მამუკა ყურაშვილს .

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში