კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების სახალხო განხილვა 5 მაისიდან დაიწყება

02 მაისი 2017, 00:00 2925 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საერთო სახალხო განხილვები 5 მაისიდან დაიწყება, თუმცა მანამდე საპროცედურო საკითხთა კომიტეტს საკონსტიტუციო კომისიის გაუქმება და სახალხო განხილვებისთვის ახალი კომისიის შექმნა ევალება.
 

უკვე ცნობილია, ოპოზიციური ფრაქციების პოზიციები კომისიის ფარგლებში პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით. “ევროპული საქართველო” თანახმაა აღნიშნული ფორმატი გამოიყენოს, რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, უარს აცხადებს და მოსახლეობის ინფორმირებას საკუთარი ძალებით გეგმავს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი