ქართველმა პარაძიუდოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს 

25 მარტი 2025, 09:19 98 ნახვა

თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირში 25 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი ასპარეზობს. შეჯიბრების პირველ დღეს ექვსმა ქართველმა პარაძიუდოისტმა იჭიდავა. J2 კატეგორიის 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. გიორგი ქალდანმა ზურაბ ზურაბიანი დაამარცხა.

ჩვენს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი საბა ბაღდავაძემ მოუტანა, რომელმაც J1-ის 81 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა. J2-ის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ბაჩუკი შელია. ეს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის მეოთხე იყო.

პარიზის პარალიმპიური თამაშების შემდეგ თბილისის მსოფლიო თასი პარალიმპიადის პირველი საკვალიფიკაციო ტურნირია, რომელიც საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში