გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ლებრონისა და დონჩიჩის „ლეიკერსი“ დაამარცხა

25 მარტი 2025, 09:19 106 ნახვა
00:00
00:00

ლუკა დონჩიჩისა და ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო. გუნდი ამჯერად გოგა ბითაძის „ორლანდოსთან“ 106:118 დამარცხდა.

ბითაძე თამაშში სათადარიგოდან ჩაერთო და პარკეტზე არასრული 9 წუთი გაატარა. მისი მონაგარი კი მხოლოდ 4 მოხსნით და 1 ჩაჭრით შემოიფარგლა. „ორლანდომ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა.

მომდევნო შეხვედრას „მეჯიქი“ 26 მარტს, „შარლონტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი