პოეზიის საღამო შუახევში

24 მარტი 2025, 17:55 259 ნახვა

პოეზიის საღამო გაიმართა შუახევის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტში მოღვაწე მწერლებმა ადგილობრივებს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ უამბეს და გააცნეს მათი შემოქმედება. წაიკითხეს ლექსები და სხვადასხვა ჩანახატი. ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა მუსიკალურად გააფორმეს. პოეზიის საღამოს შუახევის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ტრადიციულად ყოველ წლიურად ატარებს. შეხვედრების მიზანი მწერლებისა და მკითხველების დაახლოება, ახალბედა შემოქმედების წახალისება და მწერლობის ხელშეწყობაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

ამინდი