ახალმა დავალებამ არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო - მამუკა მდინარაძე

24 მარტი 2025, 14:14 179 ნახვა

ახალმა დავალებამ არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო, ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დათბა დღეს… ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – FARA-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!

არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია: „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში