ანგარიშით 6:1 საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო მატჩში სომხეთის ნაკრებს „დინამო არენაზე“ უმასპინძლა და კვლავ B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
შეხვედრა საქართველოს ნაკრების სრული უპირატესობით წარიმართა.
მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, კიტეიშვილის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კარში ჩაიჭრა. მე-14 წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის წამოწყებული კომბინაცია გიორგი მიქაუტაძემ მეორე გოლით დააგვირგვინა. 24-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში სამ ფეხბურთელს გასცდა, ბურთი მიქაუტაძეს გადააწოდა, მან კი ჩაკვეტაძეს და ჩაკვეტაძის დარტყმით ანგარიში სამამდე გაზარდა. 30-ე წუთზე კი, კვარაცხელიას პასით ოთარ კიტეიშვილმა მეოთხე გოლი გაიტანა. 35-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ, წინა თამაშის მსგავსად, ამ მატჩშიც დუბლი შეასრულა და მე-20 სანაკრებო გოლი მიითვალა.
48-ე წუთზე კი სომხეთის ნაკრების წევრმა, სევიკიანმა გახსნა ანგარიში.
62-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ სომხეთის კარში მეექვსე გოლი გაიტანა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩის ჯამში 9:1 (3:0, 6:1) მოიგო და ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებასაც B დივიზიონში გაატარებს.