ისრაელმა ლიბანის მიმართულებით პირველი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

22 მარტი 2025, 19:39 180 ნახვა

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით პირველი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მათ სამიზნეს რაკეტგამშვები დანადგარები წარმოადგენდა, საიდანაც „ჰეზბოლა“ ისრაელის მიმართულებით ცეცხლს ხსნიდა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანიდან ქალაქ მეთულას მიმართულებით გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს. „ჰეზბოლამ“ მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აიღო და განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ერთგულია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში