მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში თბილისში - მარჯანიშვილის მოედანზე მოქალაქეები შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ პარლამენტისკენ. მარშამდე რამდენიმე საათით ადრე მარჯანიშვილის მოედანზე ახალგაზრდული სამოქალაქო ორგანიზაციები, სტუდენტური მოძრაობების, პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრებმა საერთო ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ დასავლეთმა კიდევ ერთხელ უნდა გაიგონოს ქართველი ხალხის ხმა.