ისრაელის ულტიმატუმი „ჰამასს“

21 მარტი 2025, 20:26 147 ნახვა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ „ჰამასი“ დარჩენილ მძევლებს არ გაათავისუფლებს, ისრაელი ღაზის სექტორის ნაწილის ანექსირებას განახორციელებს.
ისრაელ კაცის თქმით, სამხედროებს არაბულ ანკლავში პალესტინელების ევაკუაციის ბრძანება უკვე მიღებული აქვთ. მინისტრმა დაამატა, რომ თავდაცვის ძალები გააძლიერებენ სამხედრო მოქმედებებს „ჰამასის“ წინააღმდეგ, რაც ასევე სახმელეთო ოპერაციასაც მოიცავს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში