მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 147 შემთხვევა 4 თვეში

21 მარტი 2025, 14:03 95 ნახვა

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. თარიღთან დაკავშირებით "მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი" განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც  2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, აქციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 შემთხვევა დაფიქსირდა.  

ორგანიზაციის ინფორმაციით,  147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი რეპრესიების სამიზნე გახდა.   

5000-ლარიანი ჯარიმა კი 17 ჟურნალისტს გამოუწერეს. ამასთან განცხადების ავტორების შეფასებით  ტენდენციის სახე მიიღო ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში