2024 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 13.6 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 მარტი 2025, 15:13 96 ნახვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 91 891.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 13.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 9.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფორმაციის და კომუნიკაციის, განათლების, სახელმწიფო მმართველობის, თავდაცვის დარგებმა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში