ხმაური იყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციის კრიტიკა დიდთოვლობასთან დაკავშირებულ განცხადებას მოჰყვა. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" არასაკმარის რეაგირებაში ადანაშაულებდა, მმართველი პარტიის წევრები კი ირწმუნებოდნენ, რომ მერიამ მოსახლეობისთვის ყველაფერი გააკეთა.
ხელვაჩაურის მერია სოფელ სალიბაურში, ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობის ადგილას მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს. მერიის მოთხოვნა, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე დააკმაყოფილეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ავარიულ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს დროებით გაასახლებენ. კორპუსის აშენების შემდეგ კი შესაბამისი საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებენ.
ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე, დღეს, კენჭი უყარეს მუნიციპალური ბიუჯეტის ზრდას. მერიის მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე 67 მილიონ ლარზე მეტია. საკრებულოს წევრებმა, ასევე, მოისმინეს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში.
პოლიტიკური განცხადებების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.