ჰამასის განცხადებით, თელ-ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

21 მარტი 2025, 09:01 147 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. დაჯგუფება „ჰამასის ინფორმაციით, თელ ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს, ეს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია განაახლა.

ჰამასში აცხადებენ, რომ ეს არის პასუხი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სიონისტურ ხოცვა-ჟლეტაზე.

მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის მხარე. მათი ინფორმაციით, 1 რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო დანარჩენი 2 დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში