ერთობლივი პრესკონფერენცია

20 მარტი 2025, 18:24 168 ნახვა

მზადება 22 მარტის აქციისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ამბობენ, რომ 27 მარტს ამერიკის კონგრესში დაგეგმილი „მეგობარი აქტის“ განხილვამდე, 22 მარტს მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობას გამართავენ.
მესამე სექტორის წარმომადგენლებმა „მეგობარი აქტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ აქცია-მარში იქნება მკაფიო გზავნილი პარტნიორებისადმი, რომ საქართველოს სწრაფვა ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი არასდროს განელდება.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში