რუსეთის ქალაქ სარატოვოს მახლობლად მდებარე ენგელსის სტრატეგიული ავიაციის აეროდრომზე უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საავადმყოფო და საცხოვრებელი სახლები. დაშავდა 2 ადამიანი.
ენგელსის ბაზაზე, რომელიც უკრაინის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 700 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, შორი მოქმედების ავიაციაა ბაზირებული, რომელიც უკრაინაზე ავიაიერიშებს ახორციელებს.
შეტევის დროს სამარის და სარატოვის აეროპორტები დაიხურა.