ლოს-ანჯელესში ილონ მასკის მიერ ფედერალური სოციალური დაცვის პროგრამების დაგეგმილი გაუქმება გააპროტესტეს

20 მარტი 2025, 09:04 202 ნახვა

ლოს-ანჯელესის რაიონში სპეის-იქსის შტაბ-ბინასთან მომიტინგეთა ჯგუფი შეიკრიბა და აშშ-ის ფედერალურ ბიუჯეტში სოციალური დაცვის ფედერალური პროგრამების დაგეგმილი შემცირება გააპროტესტა.

კმარა - სკანდირებდნენ ისინი და აცხადებდნენ, რომ  აშშ-ს ახლა ჰყავს კორპორატიული მილიარდერები, რომლებმაც მიიტაცეს  დემოკრატია და ცდილობენ შეცვალონ მთავრობა, რათა კიდევ უფრო გამდიდრდნენ.  

ილონ მასკმა ფოქს-ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ტესლას წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში