„ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ახალი ევროპული მიმართულებებით - რომსა და ფორლიში იწყებს

19 მარტი 2025, 11:53 66 ნახვა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აპრილში თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ორი ახალი ევროპული მიმართულებებით, რომსა და ფორლიში შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

ავიაკომპანიის ცნობით, ფორლის მიმართულებით პირდაპირი რეისები 24 აპრილიდან კვირაში ერთხელ ხუთშაბათს, ხოლო რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით 26 აპრილიდან კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში