არ გამოვიჩენთ წყალობას - ისრაელის ელჩი გაეროში ღაზაში განახლებულ თავდასხმებზე

18 მარტი 2025, 10:00 117 ნახვა
00:00
00:00

გაეროში ისრაელის ელჩმა  გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლების შემდეგ „არ გამოიჩენს წყალობას“ თავისი მტრების მიმართ. 

დენი დანონმა დაადასტურა, რომ ისრაელის არმიამ სექტორის  შიგნით ჰამასის ობიექტებზე  თავდასხმები დაიწყო. ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზაში სულ მცირე 300 ადამიანი ემსხვერპლა, -აცხადებს პალესტინის ჯანდაცვის სამსახური.  

დილით თავდასხმები  ათეულობით სამიზნეზე განხორციელდა. პალესტინის შეიარაღებულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში