საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე

30 აპრილი 2017, 00:00 5359 ნახვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. პრეზიდენტმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად აფხაზეთში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელობის მემორიალი გახსნეს.

ტელეხიდის საშუალებით მიულოცა შეიარაღებული ძალების დღე, ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს, თავდაცვის მინისტრმა. დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია 1990 წლიდან იწყება. 1991 წლის 30 აპრილს კი არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი