სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

17 მარტი 2025, 14:15 115 ნახვა

ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, სადაც ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ბათუმის პოლიციის უფროსის მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა. 

ასევე აღნიშნულია,  რომ პოლიციის მხრიდან მომდინარე და განცდილ უკანონობაზე მზია ამაღლობელის ამგვარი სპონტანური რეაქციას, თავის მხრივ, გამორიცხავს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვას. სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ  მზია ამაღლობელის ქმედებაში ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიციელზე თავდასხმად განსახილველი ქმედების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელი ჩანს.

მათი  შეფასებით, მზია ამაღლობელის ქმედება ხასიათდება პოლიციელზე მინიმალური ზემოქმედებით, ხოლო პოლიციელსა და ქალს შორის აშკარა ძალაუფლებრივი ასიმეტრია კიდევ უფრო გამორიცხავს მის დასჯას ამგვარი მექანიზმით.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი