სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა ამერიკის ალაბამას შტატში უამინდობის გამო და შტატის დიდ ნაწილს სტიქიამ მასშტაბური ზიანი მიაყენა. 67 ოლქიდან 52 დაზარალდა.
ქარიშხალმა, რომელმაც სამხრეთ და შუა დასავლეთს გადაუარა, კვირას აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა. დაზარალებულ რაიონებში თითქმის 300 ათას მომხმარებელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
მისურის შტატში დაღუპულთა ყველაზე მეტი რაოდენობა დაფიქსირდა. 12 ადამიანი დაიღუპა ხუთ ოლქში - მონაცემებს მისურის შტატის საგზაო პატრული აქვეყნებს იქსზე.