გუმისთის ბრძოლიდან 32 წელი გავიდა

16 მარტი 2025, 14:58 120 ნახვა

გუმისთის ბრძოლიდან 32-ი წელი გავიდა. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს დღეს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ქართული მხარისთვის აფხაზეთის ომში გუმისთის ბრძოლის ეპიზოდი ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო მოქმედება იყო. შეტაკება 15-16 მარტს მდინარე გუმისთის სანაპიროს გასწვრივ რვა კილომეტრიან ფრონტზე წარიმართა. შავნაბადას ბატალიონმა და სოხუმის სამხედრო პოლიციამ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს. 16 მარტს მოწინააღმდეგემ უკან დახევა დაიწყო და გუმისთა მთლიანად ქართულმა მხარემ დაიკავა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი