გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ლიგის პლეი ოფში ბუქარესტის „სტიაუასთან“ ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და „ლიონის“ გამარჯვებაში მთავარი როლი ითამაშა. მატჩი ფრანგებმა 4:0 მოიგეს.
„ლიონმა“ ორი მატჩის ჯამში „სტიაუა“ 7:1 დაამარცხა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება.
გიორგი მიქაუტაძეს კი მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.