რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი

14 მარტი 2025, 10:15 204 ნახვა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტებს სტატუსი არ შეუწყვიტოს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

განცხადების თანახმად უნივერსიტეტმა სტუდენტების, ლექტორებისა და მშობლების ინტერესები გაითვალისწინა. თუმცა თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა  წერს, რომ მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური მეილი ჯერ არ მიუღიათ. 

თეატრალური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტმა, მათთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ 10 მარტს განაცხადა. მანამდე, 9 მარტს კი სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეებს ათენებდნენ, შენობა დაატოვებინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში