სამი ათეული წლის შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ცხედრები იდენტიფიცირებულია. სამოქალაქო პანაშვიდი დღეს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. 6 იდენტიფიცირებული პირიდან 5 სამხედროა, 1 კი მშვიდობიანი მოქალაქე.
ნაწილი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაო , ნაწილი კი საგვარეულო საფლავზე დაკრძალეს. დღეს კიდევ ერთხელ ისმოდა განცხადებები რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ პოლიტიკოსები, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები.