მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამი პოლიციელი გამოჰკითხეს, მათ შორის ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც ოქმის მიხედვით მზია ამაღლებული ადმინისტრაციული წესით დააკავა. სასამართლომ ჯამში დღეს 10-მდე მოწმეს უნდა მოუსმინოს. ოქმის შემდგენი მხარე მზია ამაღლობელს პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. რასაც ამაღლობელი სიცრუეს უწოდებს.