ევროკავშირი აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგებს მიესალმება

12 მარტი 2025, 10:51 95 ნახვა

ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთის სამეფოში შეხვედრის შემდეგ - ახლა რუსეთმა უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი ავრცელებს. 

კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინასთან, შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, სრული როლი ითამაშოს მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად. 

„ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა“, - დაწერა მაკრონმა პლატფორმა იქს-ზე. მისი თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რომელსაც მხარს დაუჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები.

განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც, იგი ულოცავს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის "ამ შესანიშნავ გარღვევას".

ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის დაეხმაროს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში