21 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს 

12 მარტი 2025, 09:59 79 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის პერიოდში მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი 17-დან, 25 მარტის ჩათვლით ანტალიაში მოემზადება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ჩვენი პირველი მეტოქე ივნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე - ფინეთი იქნება, მეორე შეხვედრაში კი სერბეთის 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში