მედია წიგნიერების ფესტივალი ხორვატიაში

11 მარტი 2025, 19:28 137 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2023 წლიდან გაერთიანებულია ჟურნალისტიკის სწავლების ევროპულ ასოციაციაში (EJTA) და ყოველწლიურად მონაწილეობს ასოციაციის მიერ გამართულ ტრენინგებსა თუ ფორუმებში.

ბსუ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ზაგრებში (ხორვატია), ჟურნალისტიკის და მედია წიგნიერების ევროპული ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალში  „ციფრული მედიისა და ინოვაციების“ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები მზია მართალიშვილი და თამარ შაშიკაძე მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ფარგლებში, თემაზე -"თავისუფალი მედია და დემოკრატია, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ლოკალური მედია" -  ვორქშოფები, დებატები და სემინარები ჩატარდა. ფესტივალის მიზანი, მონაწილეებისთვის პრაქტიკული გამოცდილებისა და ახალი უნარების გაზიარება იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში