ხელოვანების პროტესტი 

11 მარტი 2025, 09:50 137 ნახვა

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენეს. მსახიობები, რეჟისორები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები შენობასთან ღამის აქციის შემდეგ დარჩნენ, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია მსვლელობით მივიდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელება  მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ დაგეგმეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ  აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ თაბუკაშვილის ქუჩაზე ორი პირი დააკავა, თუმცა დეტალები უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში